საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს რესტორანმა „წისქვილმა“ უმასპინძლა
საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს რესტორანმა „წისქვილმა“ უმასპინძლა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო. ჩატარდა ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები.
უცხოელ კონკურსანტებს ასევე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართულ ფოლკლორს.
საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზულ შოუმდე, მონაწილე ქვეყნების დელეგაციებისთვის კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
საბავშვო ევროვიზიას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ევროფესტივალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.