საბავშვო ევროვიზია 2018-ის ფინალში, 25 ნოემბერს ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი, მინსკის არენაზე მე-13 ნომრად გამოვა.
წილისყრის მიხედვით, შოუს უკრაინის წარმომადგენელი გახსნის, ბოლო კი სცენაზე პოლონელი კონკურსანტი გამოვა.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს, სიმღერით – „შენი ხმა“. საკონკურსო სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
მონაწილეები სცენაზე ამ თანმიმდევრობით გამოვლენ:
1. უკრაინა
2. პორტუგალია
3. ყაზახეთი
4. ალბანეთი
5. რუსეთი
6. ნიდერლანდები
7. აზერბაიჯანი
8. ბელარუსი
9. ირლანდია
10. სერბეთი
11. იტალია
12. ავსტრალია
13. საქართველო
14. ისრაელი
15. საფრანგეთი
16. მაკედონია
17. სომხეთი
18. უელსი
19. მალტა
20. პოლონეთი.