საბავშვო ევროვიზია 2018-ის ქართველი მონაწილე თამარ ედილაშვილი ბელარუსში ჩავიდა
საბავშვო ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც მას ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.
თამარ ედილაშვილი დღეს კონკურსის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და წითელ ხალიჩაზე გაივლის.
დღესვე წილისყრის შედეგად გახდება ცნობილი, რომელ ნომრად გამოვა თამარ ედილაშვილი სცენაზე 25 ნოემბერს.