თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზია 2018-ის კონკურსზე გამოსასვლელად ემზადება [ვიდეო]

საბავშვო ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტი, თამარ ედილაშვილი გულშემატკივრებმა დარბაზში გააცილეს. ის უკვე კულისებშია და სცენაზე გამოსასვლელად ემზადება.

საბავშვო ევროვიზია 2018-ის პირდაპირი ტრანსლაცია 19:00 საათზე დაიწყება. ედილაშვილი სცენაზე მე-13 ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას – „შენი ხმა“.

კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა 23 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა 25 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას პირველი არხი ახორციელებს. კონკურსის მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინ სივრცეში, პირველი არხის ვებგვერდზე.

დატოვე კომენტარი