საბავშვო ევროვიზია 2018-ის ქართველი მონაწილე თამარ ედილაშვილი​ ბელარუსში ჩავიდა

09:06, 19.11.2018

საბავშვო ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც მას ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.

თამარ ედილაშვილი დღეს კონკურსის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და წითელ ხალიჩაზე გაივლის.

დღესვე წილისყრის შედეგად გახდება ცნობილი, რომელ ნომრად გამოვა თამარ ედილაშვილი სცენაზე 25 ნოემბერს.

მსგავსი