საბაჟოზე მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლალირების ფორმები ამოქმედდება
საბაჟოზე მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლალირების ფორმები ამოქმედდება

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმპორტიორებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალ საბაჟო კოდექსს აცნობს.

როგორც ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ახალი საბაჟო კოდექსის თანახმად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.

„21-ე საუკუნეში, ციფრული ეკონომიკის ეპოქაში ჩვენ ახალი ამოცანა გვაქვს, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურა, ევროპულთან დაახლოებული თანამედროვე კანონმდებლობა და ყველა საბაჟო სერვისისა თუ პროცედურის გაციფრულება – ეს ის სამი მიმართულებაა, რომელთა დასრულების შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საბაჟო არა მარტო რეგიონული ლიდერია, არამედ მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:

შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლალირების ფორმები;
იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის გამოყენება;
იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში.