ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შესახებ რამდენიმე კვირის წინ, საკითხის მედიაში გააქტიურების შემდეგ შეიტყო
ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შესახებ რამდენიმე კვირის წინ, საკითხის მედიაში გააქტიურების შემდეგ შეიტყო

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შესახებ რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ შეიტყო, რაც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

როგორც მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას რეალობა განუმარტა.

„ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გავრცელდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს 2018-2021 წლებში იკავებდა.