საბა ბუაძე - ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკური შეთანხმება არ შედგება, ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ნაადრევია
საბა ბუაძე - ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკური შეთანხმება არ შედგება, ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ნაადრევია

„ლელო“ განწყობილი არის იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს თვითმართველობის არჩევნებზე მაგრამ, ჯერ ჩვენ ქვეყაში გვაქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის დაძლევამდე ძალიან ადრე არის საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მათი ყურადღება მიმართულია იქით, რომ მოხდეს პოლიტიკური შეთანხება „ქართულ ოცნებასთან“, რათა კრიზისი განიმუხტოს.

„ჯერ ადგილობრივ არჩევნებამდე ბევრი დრო არის და მთელი ჩვენი ყურადღება ახლა მიმართულია იმაზე, რომ მოხდეს პოლიტიკური შეთანხება „ქართულ ოცნებასთან“, ჩვენ დავძლიოთ ეს პოლიტიკური კრიზისი და ვიცოდეთ, როდის გაიმართება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ის არჩევნები, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დამშვიდება.

იქმადე, ვიდრე ეს ძალიან მნიშნელოვანი პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ნაადრევია. „ლელო“ განწყობილი არის იმისთვის, რომ მოხდეს შეთანება და ამის შემდეგ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივ არჩევნებში“, – განაცხადა საბა ბუაძემ.