საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, ვანში 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 24,48%-ია
საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, ვანში 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 24,48%-ია

ვანში, 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6 129 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 24,48%-ია. ამის შესახებ პირველ არხს 54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, კახა მჟავანაძემ განუცხადა.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.