სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეს ნათია ბარბაქაძე, მურმან ისაევი და მანუჩარ კაპანაძე განიხილავენ
სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეს ნათია ბარბაქაძე, მურმან ისაევი და მანუჩარ კაპანაძე განიხილავენ

უკვე ცნობილია მოსამართლეთა კოლეგია, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეს განიხილავს. კოლეგიაში შედიან – ნათია ბარბაქაძე, მურმან ისაევი და მანუჩარ კაპანაძე.

ჯერ უცნობია, როდის მიიღებს მეორე ინსტანცია სარჩელს წარმოებაში და როდის დაიწყება საქმის განხილვა. ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. განაჩენის მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, დეკანოზს ბრალად ედებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება, ანგარების მოტივით. ასევე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. სასამართლომ კი ანგარებით მკვლელობის მომზადება – შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობით გადაუკვალიფიცირა.