რუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოლაევის ერთ-ერთ უბანს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის ერთ-ერთ უბანს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი კი დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერი ალექსანდრ სენკევიჩი „ტელეგრამით“ იტყობინება.
მისი თქმით, ორი ადამიანი ჭურვის ჩამოგდების შედეგად ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მესამე საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ასევე, უკრაინული მედია ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპანტებმა ავიაციის გამოყენებით სუმის სასაზღვრო ზონა დაბომბეს.