„ფრანს პრესის“ ცნობით, ნიკოლაევში რუსეთის ძალების მიერ ყაზარმის დაბომბვის შემდეგ ნანგრევებიდან სულ მცირე 50 ჯარისკაცის ცხედარი ამოიყვანეს
„ფრანს პრესის“ ცნობით, ნიკოლაევში რუსეთის ძალების მიერ ყაზარმის დაბომბვის შემდეგ ნანგრევებიდან სულ მცირე 50 ჯარისკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ნიკოლაევში რუსეთის ძალების მიერ სამხედრო ყაზარმის დაბომბვის შემდეგ ნანგრევებიდან სულ მცირე 50 ჯარისკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას თვითმხილველებმა განუცხადეს, ყაზარმაში სულ მცირე 200 სამხედრო იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს.

ამ დროისთვის უკრაინის ხელისუფლებას ნიკოლაევის ყაზარმის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გაუვრცელებია.

როგორც მანამდე ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან ოფიციალურ მონაცემებს ელოდება.