რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ნიკოლაევზე რამდენიმე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსების სამიზნე ამჯერად საცხოვრებელი სახლები იყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, განადგურებულია ორი სამედიცინო დაწესებულება და საცხოვრებელი სახლები.

დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.