უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია ნიკოლაევის მიმართულებით
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია ნიკოლაევის მიმართულებით

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია ნიკოლაევის მიმართულებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიურ მიმოხილვაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, კერძოდ რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დასახლება ბლაგოდატნოესთან.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმია აგრძელებს საარტილერიო დანადგარებიდან და ტანკებიდან ცეცხლის გახსნას იუჟნობუგსკის მიმართულებით მდებარე დასახლებებისკენ.

უკრაინის გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის არმია დიდი დანაკარგის ფონზე განიცდის პროფესიული მომზადებისა და მოტივაციის მქონე სამხედროების მწვავე დანაკლისს.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსებმა უახლოეს თვეებში მნიშვნელოვანი ტერიტორების დაკავება შეძლონ. ექსპერტების თქმით, რუსეთის არმიის შეტევითმა ოპერაციამ უკრაინის აღმოსავლეთით იმპულსი დაკარგა. რუსეთის მთავარ პრობლემად ინსტიტუტის წარმომადგენლები იმას ასახელებენ, რომ რუსეთის არმია ტაქტიკური მიღწევების ოპერატიულ წარმატებად გადაქცევას ვერ ახერხებს.