რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია Gulagu.net-ი - ევგენი პრიგოჟინი ბოლო ორი თვე აგროვებდა საბრძოლო მასალას ამბოხების მოსამზადებლად
რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია Gulagu.net-ი - ევგენი პრიგოჟინი ბოლო ორი თვე აგროვებდა საბრძოლო მასალას ამბოხების მოსამზადებლად

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა ყველა მოატყუა, როდესაც შეიარაღების ნაკლებობაზე საუბრობდა, რადგან ბოლო ორი თვე აგროვებდა საბრძოლო მასალას ამბოხების მოსამზადებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია Gulagu.net-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, „ვაგნერელებს“ ახლა უამრავი იარაღი აქვთ, მათ შორის გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემები და ნაალაფარი „ჯაველინები.“

Gulagu.net-ი წერს, რომ ამ სცენარისთვის მზადება ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.