რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია Gulagu.net-ი – ევგენი პრიგოჟინი ბოლო ორი თვე აგროვებდა საბრძოლო მასალას ამბოხების მოსამზადებლად

18:08, 24.06.2023

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა ყველა მოატყუა, როდესაც შეიარაღების ნაკლებობაზე საუბრობდა, რადგან ბოლო ორი თვე აგროვებდა საბრძოლო მასალას ამბოხების მოსამზადებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია Gulagu.net-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, „ვაგნერელებს“ ახლა უამრავი იარაღი აქვთ, მათ შორის გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემები და ნაალაფარი „ჯაველინები.“

Gulagu.net-ი წერს, რომ ამ სცენარისთვის მზადება ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.

მსგავსი