რუსული მედიის ინფორმაციით, „ვაგნერის“ ნაწილებმა, რომლებიც რუსეთის ლიპეცკის რეგიონში იყვნენ დარჩენილი, რეგიონის ტერიტორია დატოვეს
„ვაგნერის“ ნაწილებმა, რომლებიც რუსეთის ლიპეცკის რეგიონში იყვნენ დარჩენილი, რეგიონის ტერიტორია დატოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მოსახლეობას გაუგზავნეს შეტყობინებები, სადაც მითითებულია, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნა.
რეგიონში აღდგა მასობრივი ღონისძიებები და საავტომობილო მოძრაობა გზების ყველა რეგიონულ მონაკვეთზე. რუსული მედიის ინფორმაციით, ავტომაგისტრალ ემ-4-ზე მოძრაობა ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვორონეჟის რეგიონში „ვაგნერის“ მებრძოლების გადაადგილების დროს მომხდარი სროლის შედეგად 19 სახლი დაზიანდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ სამხედროებმა რუსეთს არმიის საკუთრებაში არსებული შვიდი ერთეული საფრენი აპარატი გაანადგურეს.