პოლონეთის შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის
epa10710225 Private military company (PMC) Wagner Group servicemen prepare to leave downtown Rostov-on-Don, southern Russia, 24 June 2023. Security and armoured vehicles were deployed after the Chief of the private military company (PMC) Wagner Group said in a video that his troops had occupied the building of the headquarters of the Southern Military District, demanding a meeting with Russia's defense chiefs. The President of Belarus held talks with the head of the Wagner group, as a result of which he acc
პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის, – ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვოსიკმა განაცხადა.
პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის საქმიანობას პოდლასიეს და ლუბლინის რეგიონებში გააძლიერებენ.
ვარშავაში აცხადებენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის ურთიერთობებზე ზეწოლა იზრდება და ახლა პოლონეთში მიგრანტების უკანონო შეღწევის ყველა მცდელობა ორგანიზებულია ბელარუსის ხელისუფლების მიერ.
პოლონეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია საზღვარზე არსებული სიტუაციით მას შემდეგ, რაც გასულ თვეში „ვაგნერის“ ასობით დაქირავებული მებრძოლი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით ქვეყანაში ჩავიდა.