რუსული მედია - ევგენი პრიგოჟინს სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და ნივთები, მათ შორის, იარაღი დაუბრუნეს
კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს 24 ივნისის სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და პირადი ნივთები, მათ შორის იარაღი დაუბრუნეს.
როგორც რუსული სააგენტო „ფონტანკა“ იუწყება, პრიგოჟინი 4 ივლისს პირადად მივიდა სანკტ-პეტერბურგის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოში და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ ნაჩუქარი „გლოკის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიბარა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.
ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, 2 ივლისს პრიგოჟინს 10 მილიარდი რუბლი დაუბრუნეს.