პენტაგონი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ევგენი პრიგოჟინი მგზავრობდა, ჩამოაგდო რაღაც ტიპის რაკეტამ, ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გვაქვს
პენტაგონი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ევგენი პრიგოჟინი მგზავრობდა, ჩამოაგდო რაღაც ტიპის რაკეტამ, ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გვაქვს

ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომლის მგზავრებიც რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერი და თანამშრომლები იყვნენ, რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

„ვიცი, რომ ამ თემის მიმართ ინტერესი დიდია. პირველ რიგში, ჩვენი პირველადი შეფასება არის ის, რომ სავარაუდოა, რომ პრიგოჟინი მოკლეს. ვაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას. მედიაში გავრცელდა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო რაღაცა ტიპის რაკეტამ, თუმცა ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ”, – განაცხადა რაიდერმა.