რუსული მედია – ევგენი პრიგოჟინს სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და ნივთები, მათ შორის, იარაღი დაუბრუნეს

16:40, 05.07.2023

კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს 24 ივნისის სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და პირადი ნივთები, მათ შორის იარაღი დაუბრუნეს.

როგორც რუსული სააგენტო „ფონტანკა“ იუწყება, პრიგოჟინი 4 ივლისს პირადად მივიდა სანკტ-პეტერბურგის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოში და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ ნაჩუქარი „გლოკის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიბარა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.

ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, 2 ივლისს პრიგოჟინს 10 მილიარდი რუბლი დაუბრუნეს.

მსგავსი