რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში, ძველი, #10  ბაღის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზეა გათვლილი.

პროექტის ფარგლებში  დამონტაჟდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები, შემოიღობა და კეთილმოეწყო ბაღის ეზო.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების სატენდერო ღირებულებამ 1 078 222 ლარი შეადგინა, აქედან მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 13, 76 % იყო.

ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.