კახა ცხადაძეს სამახსოვროდ „რუსთავის“ მაისური გადასცეს - მან „გაბალასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
კახა ცხადაძეს სამახსოვროდ „რუსთავის“ მაისური გადასცეს - მან „გაბალასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა ცხადაძეს, სამახსოვროდ, „რუსთავის“ მაისური გადასცეს.

ეს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრაზე მოხდა, სადაც „რუსთავი“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. ცხადაძე რუსთავის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეული მოთამაშეა, კარიერა მშობლიური ქალაქის გუნდში, „მეტალურგში“ 1986 წელს დაიწყო.

ამჟამად ცხადაძე აზერბაიჯანის პრემიერლიგის „გაბალას“ მთავარი მწვრთნელია. ახლა კლუბმა მასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

როგორც azerisport.com იუწყება, მხარეებს შორის გრძელვადიანი, სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამავე პერიოდის ხელშეკრულება გაფორმდა ცხადაძის თანაშემწე გიორგი ჩიხრაძესთან.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის ქართველი სპეციალისტი „გაბალას“ მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.