რუსთავში, შარტავას გამზირზე ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი ინტოქსიკაციით კლინიკაში გადაიყვანეს
რუსთავში, შარტავას გამზირზე ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი ინტოქსიკაციით კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთ ახლად აშენებულ კორპუსში ხანძარი იყო.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარება.

ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მიიღო მსუბუქი ინტოქსიკაცია. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ფართი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დაკეტილი იყო და იქ ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.