რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან 16 წლის გოგო გადმოვარდა.
დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.