რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან მოზარდი გადმოვარდა

22:47, 14.04.2019

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან 16 წლის გოგო გადმოვარდა.

დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მსგავსი