რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Gabidan-ში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეების დახმარებით, სასტუმროში მყოფი პირები უკვე გამოიყვანეს. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიიდან და ობიექტებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
სასტუმროში დაკვამლიანება ერთ-ერთ ოთახში შენიშნეს. პერსონალი ვარაუდობს, რომ სტუმარს ოთახში ანთებული სიგარეტი დარჩა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები და საპატრულო პოლიცია. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი კი, ჯერჯერობით, უცნობია.