რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის გამოც ხუთმა ადამიანმა მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა და ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს.