რუსთავში მესამე კლასის მოსწავლეს ვირუსული ენცეფალიტი დაუდგინდა
რუსთავში მესამე კლასის მოსწავლეს ვირუსული ენცეფალიტი დაუდგინდა

რუსთავის მე-11 სკოლის მოსწავლეს ვირუსული ენცეფალიტი დაუდგინდა.

მესამე კლასის მოსწავლე თავდაპირველად რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოათავსეს, მოგვიანებით კი, მდგომარეობა დამძიმების გამო, რეანომობილით თბილისში, ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

რუსთავის მე-11 სკოლის დირექტორის, გიორგი შეყილაძის თქმით, ენცეფალიტის შემთხვევის დაფიქსირების გამო, მშობლების ნაწილი ბავშვებს სკოლაში არ უშვებს, თუმცა სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა.

მისივე განმარტებით, სკოლაში საკლასო ოთახები სველი წესით დაამუშავეს.