ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია
ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. ბავშვი თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკაში პირველ არხს განუცხადეს, რომ გოგონას მდგომარეობა რთული იყო, ახლა კი ვითარება გაუმჯობესებულია.

„ბავშვი დღეს უკეთესად არის, იყო რთული შემთხვევა, ვერ ჭამდა, დამწვარი ჰქონდა პირის ღრუ. ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა. თავიდან ჩვენი კლინიკის ბათუმის ფილიალში მიიყვანეს, მაგრამ შემდეგ თბილისში გადმოყვანა გადაწყდა“, – აცხადებენ კლინიკაში.

შემთხვევა ბათუმში, 21 იანვარს დილით მოხდა. ბათუმის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. მოკვლევის შემდეგ გადაწყდება დადგება თუ არა ძიძის პასუხისმგებლობის საკითხი.