რუსთავში გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მოწამლულია ხუთი ადამიანი
ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა მოხდა რუსთავში. წუხელ ბუნებრივი აირის ნამწვით სულ ხუთი ადამიანი მოიწამლა.
მე-8 მიკრორაიონში ინტოქსიკაცია რვა წლის გოგონამ და დედამისმა მიიღეს. სამი ადამიანი გადაიყვანეს კლინიკა „რუსთავში“ მე-11 მიკრორაიონიდან.
მოწამლულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინტოქსიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში სავარაუდოდ არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.