რუსთავში გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მოწამლულია ხუთი ადამიანი

10:15, 11.03.2019

ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა მოხდა რუსთავში. წუხელ ბუნებრივი აირის ნამწვით სულ ხუთი ადამიანი მოიწამლა.

მე-8 მიკრორაიონში ინტოქსიკაცია რვა წლის გოგონამ და დედამისმა მიიღეს. სამი ადამიანი გადაიყვანეს კლინიკა „რუსთავში“ მე-11 მიკრორაიონიდან.

მოწამლულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინტოქსიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში სავარაუდოდ არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

მსგავსი