რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე შენობა იწვის.
შენობაში წლების წინ სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო განთავსებული, ბოლო წლებში კი კერძო საკუთრებაში გადავიდა და რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა. ნაგებობა ამ ეტაპზე დაკეტილი იყო.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.