რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ხანძარია [ვიდეო]

01:25, 24.07.2023

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე შენობა იწვის.

შენობაში წლების წინ სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო განთავსებული, ბოლო წლებში კი კერძო საკუთრებაში გადავიდა და რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა. ნაგებობა ამ ეტაპზე დაკეტილი იყო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი