რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 800-900 კვ. მ. ფართობი.
ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი გარე ბაზარში გაჩნდა, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა.