რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,​ ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 800-900 კვ. მ. ფართობი.

ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი გარე ბაზარში გაჩნდა, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა.