რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა მანქანა გაჩერებული იყო. ავტომობილში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები და პოლიცია მუშაობენ.