რუსთავის თეატრში სპექტაკლ „თეთრი ბაირაღების“ პრემიერა შედგა
რუსთავის თეატრში სპექტაკლ „თეთრი ბაირაღების“ პრემიერა შედგა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლის ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ პრემიერა შედგა. ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების „თეთრი ბაირაღების“ ახალი სასცენო ინტერპრეტაცია რეჟისორმა ლევან სვანაძემ და რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ წარმოადგინეს. სპექტაკლში მთავარ როლებს ვალერი კობერიძე, სოსო ელიზბარაშვილი, ზვიად დოლიძე, სპარტაკ კიკნაძე და სხვები ასრულებენ.

ამასთან, თებერვლის შუა რიცხვებში სოსო ნემსაძე რუსთაველ მაყურებელს უკრაინელი კლასიკოსის ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილებს“ წარუდგენს. მალევე შედგება რეჟისორ გიორგი ქანთარიას მიერ დადგმული, რუსი დრამატურგისა და პროზაიკოსის პოლიტიკური ზღაპარი „დრაკონიც“.

დაგეგმილ პრემიერებს დაასრულებს რეჟისორი გურამ ბრეგაძე, თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ელისაბედ ელისაბედ“.