რუსთავის თეატრში ჰუიჯუს ოპერის დასის წარმოდგენა გაიმართა
რუსთავის თეატრში ჰუიჯუს ოპერის დასის წარმოდგენა გაიმართა

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი 400-წლიანი ისტორიის მქონე ჰუიჯუს ოპერის დასს მასპინძლობს, რომელიც უილიამ შექსპირის ცნობილი პიესის „მაკბეტის“ საოპერო დადგმას ინოვაციური ქორეოგრაფიითა და გამორჩეული ტექნიკური ელემენტებით წარმოადგენს. დასი პირველად იმყოფება საქართველოში. რუსთავამდე მსახიობებმა წარმოდგენები 14 და 15 დეკემბერს რუსთაველის თეატრშიც გამართეს.

ჰუიჯუს ოპერამ „მაკბეტი“ დიდი როლი ითამაშა ჩინური სათეატრო და საოპერო ხელოვნების განვითარებაში.
ტრადიციული კოსტიუმები, რომელშიც შენარჩუნებულია ოთხსაუკუნიანი ისტორია, არამატერიალურ კულტურულ ძეგლად იქცა.

ანჰიუის რეგიონის ჰუიჯინგ თეატრის ტური ორგანიზებულია ჩინეთის თეატრის ასოციაციის, იუნესკო-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის მიერ. თეატრის ტური საქართველოში ჩინეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.