რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „შეშლილის წერილები“- ასე ჰქვია რეჟისორ სოსო ნემსაძის ახალ წარმოდგენას, რომელიც ნიკოლაი გოგოლის ამავე ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა.
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე საპრემიერო ჩვენება 21 თებერვალს, 20:00 საათზე შედგება.
სპექტაკლი აქტუალურ სოციალურ თემატიკას ეხება, თუ როდის სცდება ადამიანის ფსიქიკა საზღვარს და არსებობს თუ არა გზა ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად, შეგვიძლია თუ არა ვებრძოლოთ მოუწესრიგებელ სისტემას, არაჯანსაღ გარემოს, თაობათა შორის მუდმივ ომს – ყველა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას შემოქმედებითი ჯგუფი, ერთ მოქმედებაში დაახლოებით 80 წუთის განმავლობაში შეეცდება.

სპექტაკლის სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა სოსო ნემსაძემ იმუშავა, კოსტიუმების მხატვარი მაია სხირტლაძეა, მუსიკალური გაფორმება: სოსო ნემსაძეს და ლელა არაბულს ეკუთვნის, ქორეოგრაფი გია მარღანიაა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ანდრია ვაჭრიძე, ეკატერინე ქვრივიშვილი, ნინო მესხი, ბექა ყულიჯანიშვილი, შოთა მერკვილაძე, ლაშა კანკავა, გიორგი ბუაძე, ანა შარვაძე, ნიკო მოსიაშვილი, ზაზა თაგოშვილი, თამარ კანდელაკი, ნათია გელაშვილი, ნუკრი არჩვაძე, ანი დოდაშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, მარიამ კვიტაიშვილი, ლუკა ციხისთავი, რევაზ კოღოშვილი, მერი ფხოველიშვილი, ნათია მელაძე, ალბერტ ილარიონი.