რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობის სახურავზე, 60 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელები განთავსდა. შენობის სახურავის 420კვ.მ. მოცულობის ფართი დაიფარა სოლარ პანელებით. ელექტროენერგია, რომელსაც მზის ენერგიის პანელები გამოიმუშავებს რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობა მოიხმარს.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პროექტის – ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი 2“-ის ექსპერტებს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში შეხვდა. ტაბაღუა ასევე შეხვდა ქართული და უცხოური მედია საშუალებების წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე საუბარი ენერგოეფექტურობის საკითხებს, კერძოდ, პროექტ „ლიტვური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მზის ენერგიის ტექნოლოგიის ინსტალაციის მეშვეობით“ შეეხო.
ზემოთ აღნიშნულ პროექტს, საქართველოში კერძო კომპანია Saulesgraza (ლიტვა) ახორციელებს და ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.
რუსთავი წარმოადგენს ერთ-ერთ ბენეფიცარს, იმ ექვსი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც პროექტის – „ლიტვური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მზის ენერგიის ტექნოლოგიის ინსტალაციის მეშვეობით“, ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით შეირჩა.