ფოთში, ევროკავშირის დაფინანსებით, მზის პანელებით აღჭურვილი მოსაცდელი სივრცე მოეწყო
ფოთში, ევროკავშირის დაფინანსებით, მზის პანელებით აღჭურვილი მოსაცდელი სივრცე მოეწყო

ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფოთში მოსაცდელი სივრცე მოეწყო, რომელიც მზის პანელებით არის აღჭურვილი.

პროექტი – „მოსაცდელი სივრცე – მზის პანელებით“ ა.ა.ი.პ ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ განხორციელდა.

„პროექტი მიზნად ისახავს ფოთში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტს შეუწყობს ხელს, ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ფარგლებში ენერგოეფექტურობის მხრივ დასახული მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ფოთში 80 000 ევროს ღირებულების სულ 23 ქვეგრანტის პროექტი დაფინანსდა.