რუსთავის მერიაში ხმაური იყო
რუსთავის მერიაში ხმაური იყო

რუსთავის მერიაში ხმაური იყო. საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებდნენ, რომ მათ ორი დღეა, სხდომის ჩატარება სურთ და იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაკეტილია, ამას ვერ ახერხებენ.

დეპუტატები საკრებულოს შემდეგ რუსთავის მერიის საზოგადოებრივ მისაღებში მივიდნენ, სადაც ხმაური გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრებს შეხვდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. როგორც ლაცაბიძე ამბობს, დეპუტატებმა შოუ მოაწყვეს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები სხდომებს თავად არ ესწრებიან და ამით ქალაქს ცუდ ვითარებაში აყენებენ.