რუსთავის მერმა მიკროავტობუსში მგზავრობის ტარიფის, 1.50 ლარის აღმნიშვნელი აბრა თავად გააკრა [ვიდეო]

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტზე ტარიფი თვითნებურად არის გაზრდილი. ამის შესახებ ტაბაღუამ რუსთავის მერიასთან აქციაზე შეკრებილებს განუცხადა.

ამასთან, რუსთავის მერმა აქციის მონაწილეებთან ერთად „ინტერტრანსის“ კუთვნილი მიკროავტობუსი გააჩერა, საიდანაც 2 ლარის აღმნიშვნელი აბრა ჩამოხსნა და 1.50 ლარიანი აბრა გააკრა.

რუსთავის მერიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მირკოავტობუსის მძღოლებიც მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, 1.50 ლარად მგზავრთა გადაყვანას ვერ მოახდენენ.

აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.