კომპანია „ინტერტრანსის" ინფორმაციით, რუსთავიდან თბილისში, მაღლივი კორპუსის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა
კომპანია „ინტერტრანსის" ინფორმაციით, რუსთავიდან თბილისში, მაღლივი კორპუსის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა

კომპანია „ინტერტრანსის” ინფორმაციით, რუსთავიდან თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 13 ე.წ. ყვითელი სამარშუტო მიკროავტობუსი მოძრაობს. მათივე ინფორმაციით, კომპანია მზად არის ე.წ. თეთრ მიკროავტობუსებზე დასაქმებული მძღოლები „ინტერტრანსის“ კუთვნილ ყვითელ სამარშრუტო მიკროავტობუსებზე დააასაქმონ.

ამასთან, კომპანია „ინტერტრანსში” აცხადებენ, რომ რუსთავიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ყველა ე.წ. თეთრი მიკროავტობუსი ამჟამად უკანონოდ მოძრაობს, რადგან მათ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ამოეწურათ. „ინტერტრანსი“ შესაბამის სამსახურებს მიმართავს ე.წ. თეთრი მიკროავტობუსები წინააღმდეგ საჯარიმო სანქციები აამოქმედონ.

ე.წ. თეთრი მიკრაოავტობუსების მძღოლები კომპანია „ინტერტრანსის“ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ, შესაბამისად რუსთავიდან თბილისის მიმართულებით კვლავ კუთვნილი ე.წ. თეთრი მიკროავტობუსებით მოძრაობენ.

აქცია რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში დღეს დილით გაიმართა. მოსახლეობა და ე.წ. თეთრი სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები რუსთავიდან თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

„ინტერტრანსს“ მგზავრთა გადაყვანაზე რუსთავის მერიასთან 15 წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.