რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ოთხი ადამიანი დაშავდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
თვითმხილველთა განცხადებით, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და Nisan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე.