რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ოთხი ადამიანი დაშავდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

თვითმხილველთა განცხადებით, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და Nisan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე.