"რუსთავი 2"-თან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, ჟურნალისტი დავით ერაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი
"რუსთავი 2"-თან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, ჟურნალისტი დავით ერაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, პაციენტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

”რუსთავი 2”-ის შენობასთან, ”ქართული მარშის” წევრები აქციას მართავენ. აქციაზე “ქართული მარშის” რამდენიმე წევრი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.