„რუსთავი 2“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა.
როგორც მსახიობმა ლევან როსტომაულმა ტელეკომპანიის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, „ფორმულა კრეატივში“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მუშაობდა და სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე, პროტესტის ნიშნად, სამსახური „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა ოპერატორმა დატოვა.