თეიმურაზ კუპატაძე - რუსთაველზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები კარვებში შედიან და ერთმანეთს დასაწოლ ადგილზე, სასმელზე უპირისპირდებიან
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებს შორის დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები რუსთაველის გამზირზე განლაგებულ კარვებში შედიან და ერთმანეთს სხვადასხვა საკითხზე უპირისპირდებიან.
„სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შედიან კარვებში და ერთმანეთს უპირისპირდებიან დასაწოლ ადგილზე, სასმელსა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. არის გაუგებრობა. ჩხუბის ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ჩვენ, საპატრულო პოლიცია შევედით კარავში. ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ეცვა სამხედრო ფორმა, განმარტავდა, რა მოხდა ამ ინციდეტის დროს. ჩევნ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ეს მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა გაგვიწიესს წინააღმდეგობა. შესაბამისად, მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ადამიანია დაკავებული. აქციის მონაწილეები არიან ეს პირები, მაგრამ ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანები. სხვადასხვა მოსაზრება აქვთ, ვერ არკვევენ, რა მიმართულებით უნდა წავიდნენ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ რამდენიმე პირი დააკავეს.